თურქეთში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად ქემალ კილიჩდაროღლუ დაასახელა

თურქეთში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ დაასახელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, კილიჩდაროღლუს კანდიდატურას მხარი ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა.

„ჩვენი მაგიდა მშვიდობის მაგიდაა. ჩვენი ერთადერთი მიზანია ქვეყნის აყვავება, მშვიდობისა და სიხარულის დამკვიდრება“, – აღნიშნა „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 14 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები