პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები