ევროკავშირი: თუ ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს და რუსეთს იარაღს მიაწოდებს, სანქციებით ვუპასუხებთ

აბსოლუტური „წითელი ხაზი“ იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწოდებს, – ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ჩინეთის ამგვარ გადაწყვეტილებას სანქციებით უპასუხებს.

2 მარტს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს და უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანის მიზნით, მოსკოვზე ზეწოლა განახორციელოს.

თავის მხრივ, ჩინეთი რუსეთისთვის შეიარაღების მცდელობის ნებისმიერ განზრახვას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები