მონტენეგროში – სასამართლოს შენობასთან აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, პირველი ინსტანციის სასამართლოსთან 40 წლის მამაკაცმა ყუმბარა ააფეთქა, რასაც თავად ემსხვერპლა, კიდევ 5 მოქალაქე დაშავდა.

ამის შესახებ Radio Slobodna Evropa იტყობინება.

კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი სასამართლოს შენობაში შევიდა და ყუმბარა აამოქმედა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

რა გახდა მამაკაცის ქცევის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები