გურამ მაჭარაშვილი: ვაშაძეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ შეეძლოს თავის სასარგებლოდ, პარლამენტში ოთხი რომ შემოვიდა და ორი დარჩა, ასე არ მოხდებოდა

გიორგი ვაშაძეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ შეეძლოს თავის სასარგებლოდ, უცხოეთში რომ მიდის, სადარბაზოსთან არ მისცემდა ინტერვიუებს და პარლამენტში ოთხი რომ შემოვიდა და ორი დარჩა, ასე არ მოხდებოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის თანაავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც “გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ გამოეხმაურა.

„გიორგი ვაშაძეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ შეეძლოს თავის სასარგებლოდ, უცხოეთში რომ მიდის, სადარბაზოსთან არ მისცემდა ინტერვიუებს და პარლამენტში ოთხი რომ შემოვიდა და ორი დარჩა, ასე არ მოხდებოდა.
ტრიბუნასთან რომ პოზირებს და ხან მარცხნივ იხედება, ხან მარჯვნივ, ეს არ ნიშნავს, რომ მას მხარდამჭერები ჰყავს. გუშინაც გამოაჩინა ის, რომ აქეთ-იქით მაგიდებს ურტყამდა და თან ყვიროდა, აბა, მიდით, გამიყვანეთო – მანდატურებს დაჭერობანას ეთამაშებოდა. თან ამბობდა, კონსტიტუციიდან გამომდინარე სხდომა ჩავატაროთო. მგონი, მას მხარდამჭერები საკუთარი ახლობლებიდანაც არ ეყოლება“, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები