მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: პრეზიდენტს თუ კონსტიტუცია არ აქვს, მე შემიძლია, ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები

ფაქტია, პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის თანაავტორი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას.

„საქართველოს პრეზიდენტს თუ კონსტიტუცია არ აქვს, მე შემიძლია, ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რომ წაიკითხავს  – ნახავს, რომ არ მართავს ქვეყანას და ქართველ ხალხს არ აურჩევია ის იმისთვის, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა გაატაროს. თუ არ შეუძლია, საქართველოს სასარგებლო განცხადება გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს. ჩვენ ბევრ ვინმეს დავუჭირეთ მხარი, ამას ვაღიარებ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა ის, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ძალებთან გააბა კავშირი და ანტიქართული ინტერესების გატარება დაიწყო”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – რას გულისხმობს, ვისთან გააბა კავშირები პრეზიდენტმა და ამერიკასა და ევროპაზე საუბრობს თუ არა, მაჭარაშვილი პასუხობს – “არ ვიცი, ვერ გეტყვით”.

„ვის რა მიზნები აქვს, ამას ხალხი განსჯის, რადგან ხედავს ხალხი, ვინ გამოდის საქართველოს სასარგებლოდ და ვინ სხვა ქვეყნის სასარგებლოდ. ფაქტია, პრეზიდენტი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს”, – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები