ზურაბ ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის ინიციატივით, მას მკურნალი ექიმი შეეცვალა
პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო პაციენტის ინიციატივა, – ამის შესახებ “ვივა მედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს.
„პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო პაციენტის ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ, გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ის ჩანაცვლდა ახალი ექიმით, თერაპევტით და ეს არის ლუიზა შენგელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც უფრო მეტად ექიმის რეკომენდაციებს გაიზიარებს“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.