მიხეილ ყაველაშვილი: ვერანაირი დასაბუთება ვერ მოხდა იმის, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება, ევროკავშირზე უარის თქმა გამოიწვიოს

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ გუშინ პარლამენტში მოწყობილი აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი კომიტეტის სხდომის ჩაშლა იყო.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსულია.

„მათი მიზანი იყო, რომ ჩაეშალათ კომიტეტის სხდომა. პირდაპირ ნათელი იყო მათი ქმედებებით, შეძახილებით, შეურაცხყოფებით და ა.შ. ვერანაირი დასაბუთება ვერ მოხდა იმის, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები ევროკავშირზე უარის თქმა გამოიწვიოს. ვერ ახსნეს და უბრალოდ დაკავშირება გამოვიდა იმასთან, რომ სპეციალური, მიზანმიმართული ქმედება იყო, რომ ეს კანონი გამოეყენებინათ რომ რუსულია, რუსეთში შეჰყავს „ქართულ ოცნებას“, თუ ხელისუფლებას საქართველო და ეს კანონია, რომელმაც გადაბრუნება უნდა მოახდინოს, ევროკავშირზე უარის თქმა და ა.შ“, – აცხადებს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები