„ლეიბორისტული“ პარტია ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
1სექტემბრიდან ასამოქმედებელი ნორმატიული აქტები „ლეიბორისტული“ პარტიის წევრებმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. განაცხადი შალვა ნათელაშვილმა პირადად შეიტანა. დაგეგმილ რეგულაციებს პარტიის ლიდერი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ გენოციდს უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს. ახალი რეგულაციების მიხედვით, პრეპარატების ნაწილი სექტემბრიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა.
„ლეიბორისტულმა“ პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს 1 სექტემბრიდან მასობრივ რეცეპტიზაციას და რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.