ნოტარიუსთა პალატამ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ფუტკარაძემ და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ხატია ყოლბაიას, 7 შვილის დედას, დედის დღე მიულოცეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ეხმარება მრავალშვილიან დედებს, სიმსივნით დაავადებულთა ფონდებს და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცენტრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები