ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში ოლაფ შოლცს უმასპინძლებს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს ვაშინგტონში ჩავა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება უკრაინის მხარდაჭერასა და ჩინეთის ქმედებებზე, რომელმაც, როგორც აშშ შიშობს, შესაძლოა რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს.
„ამ შეხვედრის მთავარი მიზანია ორმა ლიდერმა კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
გასულ კვირას, ამერიკულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა რუსეთისთვის დრონების და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს.
პენტაგონში განაცხადეს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებენ.