ირაკლი კობახიძე: ამერიკული კანონი გადმოვიტანეთ და გვეუბნებიან, რომ ეს არის არა „ფორდი“, არამედ „მოსკვიჩი“

კოპირებასთან დაკავშირებით, ერთი საინტერესო პარალელი მინდა გავავლო. ამერიკული კანონი გადმოვიტანეთ და გვეუბნებიან, რომ ეს არის არა „ფორდი“, არამედ „მოსკვიჩი“. მეორე მაგალითი გაიხსენეთ – უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ნახეთ, რა სელექციური მიდგომებია. ამერიკული დააკოპირე და ეს ყოფილა თურმე რუსული. უკრაინული დააკოპირე – რუსულს ვერ ამბობენ, იმიტომ, რომ რუსეთში არ მოქმედებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაგრამ გეუბნებიან „უბრალოდ არ მიიღო“. აქედან ჩანს, რომ რეალურად ისინი უპირისპირდებიან ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საბოლოო ჯამში ამაგრებს ქვეყნის სუვერენიტეტსა და თვითმყოფადობას და მიმართულია მათ შორის იდენტობის საწინააღმდეგო ნაბიჯების საპირისპიროდ. ჩვენ გვინდა პატიოსანი თამაშის წესები. ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ღირსების დაცვის გარეშე ევროპა ვერ გავხდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები