ნიკოლოზ სამხარაძე: ადამიანები ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ისე იქცევიან, არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ, დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ თანადედამიწელებს

ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გვყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს თანადედამიწელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომის ჩაშლას ვერასდროს შეძლებენ.

„ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ის იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ მადლობა უნდა ვუთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს თანადედამიწელებს.

ოპოზიციის ქმედება სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი და ვერავინ, მით უმეტეს, მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები