„ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს დარიალის ხეობაში განუცხადა, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მისი დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი.
“გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება. ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა და კრიზისების მართვის შტაბის წარმომადგენლებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა და დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მინისტრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები