ირაკლი მეძმარიაშვილი და გივი მიქანაძე გურიის რეგიონის ახალგაზრდობის საკითხებს გაეცნენ

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა და კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ოზურგეთში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ, მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული.
გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ, სადაც ახალგაზრდობის მიმართ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ღია დისკუსია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები