ყინულიანი წყლის გამოწვევით WEHELP.GE-ის ანგარიშზე 5 დღეში 1O ათას ლარზე მეტი გადაირიცხა

    საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის ყინულიანი წყლის გამოწვევის (Ice Bucket Challenge) ფარგლებში საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო ორგანიზაცია WeHelp.ge-ის ანგარიშზე 5 დღეში 10 ათას ლარზე მეტი გადაირიცხა. ამის შესახებ „კვირას“ საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბორის კიკნაძემ განუცხადა. მისივე განცხადებით, საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ბენეფიციარების დასახმარებლად თანხა უკვე 527-მა ადამიანმა ჩარიცხა.
სტატისტიკის მიხედვით, აქციის დაწყების პირველ დღეს – 18 აგვისტოს მარათონში ოთხი ადამიანი ჩაერთო და ფონდის ანგარიშზე 150 ლარი გადაირიცხა. 19 აგვისტოს მონაწილეების რაოდენობამ 17 ადამიანს, გადარიცხულმა თანხამ კი 261 ლარს მიაღწია. 20 აგვისტოს აქციაში კიდევ 87 ადამიანი ერთვება და დაავადებული ადამიანების დასახმარებლად კიდევ 1051 ლარი ირიცხება.
აქტიურობის მიხედვით 21 აგვისტო გამოირჩეოდა, როდესაც WeHelp.ge-ს ანგარიშზე 336-მა ადამიანმა ჯამში 6 952 ლარი ჩარიცხა.
საქართველოში ყინულიანი წყლის გამოწვევის აქცია 18 აგვისტოს დაიწყო და ინიცირებული იყო WeHelp.ge-ს დამფუძნებლის, ბორის კიკნაძისა და IdeaGroup-ის დამფუძნებლის, ლევან პაიჭაძის მიერ. Ice Bucket Challenge-ის ვიდეო მარათონმა თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აიღო სტარტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები