მსჯავრდებულებმა წნორში ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გამხმარი ბალახებისგან გაწმინდეს
კახეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, დაბა წნორში დასუფთავების აქცია მოეწყო. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიღნაღის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა და პრობაციის ოფიცრებმა წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გამხმარი ბალახებისგან გაწმინდეს და მიდამო მოაწესრიგეს.