“პუტინი საკუთარი გარემოცვის მიერ იქნება მოკლული” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საბოლოოდ, საკუთარი გარემოცვის მიერ იქნება მოკლული.
ამის შესახებ ის უკრაინულ დოკუმენტურ ფილმში “წელი” ამბობს.
“აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც პუტინის რეჟიმის სისუსტე სახელმწიფოს შიგნით იქნება საგრძნობი. და მაშინ მტაცებლები შეჭამენ მტაცებელს. ისინი მკვლელის ლიკვიდირებისთვის მიზეზს იპოვიან“, – თქვა მან, – წერს The Times-ი.