ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად ჩვენს საამაყო ფურცელს

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად ჩვენს საამაყო ფურცელს. 102 წლის წინ ჩვენი ახალგაზრდები ამ დღეს აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები