პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა – სერჯან ჩიღგინიმ, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ – უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა – გოქან თურანმა გააცილეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები