ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„ვიმსჯელეთ საქართველოს და  სომხეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტების დაახლოებაზე.    ვისაუბრეთ მემორანდუმზე, რომელიც ორი ქვეყნის კომიტეტებს შორის გაფორმდა და განვიხილეთ ის  ინიციატივები და სხვადასხვა პროექტები, რომლებიც აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები