ესპანეთის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.
პოლიტიკოსი ირპინს და ბუჩასაც ეწვევა.
სანჩესი კიევში, სავარაუდოდ, მატარებლით ჩავიდა.
მოსალოდნელია, რომ ის შეხვდება ქვეყნის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის.