“უკრაინა ნატოს წევრი გახდება” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება.

ამის შესახებ მან უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა და არა მხოლოდ ახლა, არამედ – გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ციტირებს სუნაკს “უკრაინსკა პრავდა”.

მისი თქმით, „იდეალურ შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანებისკენ უკრაინა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კიდევ უფრო მეტი ტექნიკით, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, ასევე, იყოს უზრუნველყოფილი სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობა და როგორ იყენებენ ისინი ამ აღჭურვილობას“.

„ნატოს ტაქტიკისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება ასევე ამ პროცესის ნაწილია. ჩვენ უკვე შეგვიძლია ამაზე მუშაობა, ისევე – როგორც უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გრძელვადიან პერსპექტივაში”, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები