“კიევის რეჟიმი დნესტრისპირეთის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციას ამზადებს” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “კიევის რეჟიმი დნესტრისპირეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებს”.
ამის შესახებ უწყების ტელეგრამის არხზეა ნათქვამი.
„არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიევის რეჟიმი დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციას ამზადებს, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის, “აზოვის” ნაციონალისტური ფორმირების მონაწილეობით”, – ნათქვამია მოხსენებაში.
მათი მტკიცებით, შეჭრის საბაბად კიევი დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან „რუსული ჯარების შეტევის“ინსცენირებას მოახდენს, “ამისთვის დივერსანტები რუსულ სამხედრო ფორმაში იქნებიან ჩაცმული”.
თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას “უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე და მზად არის, უპასუხოს სიტუაციის ნებისმიერ ცვლილებას”.