სლოვაკეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები

სლოვაკეთის დასავლეთით მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Aktuality წერს.

ავიაკატასტროფა ქალაქ ტრენსიანკე სტანკოვცესთან მოხდა.

თვითმფრინავი სოფლის მახლობლად ბორცვზე ჩამოვარდა.

ოთხადგილიანი, ორძრავიანი Diamond DA-42 ტიპის თვითმფრინავი რეგისტრირებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში და საავიაციო სკოლის მიერ სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები