სახელმწიფო დეპარტამანეტში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილება უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას არ შეცვლის
აშშ-ის პრეზიდენტის შეცვლა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერას არ შეცვლის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ ჩოლეტმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარება ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან საკითხთაგანია, რაზეც „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თანხმდებიან.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ ჩვენი დახმარებისთვის“, – განაცხადა დერეკ ჩოლეტმა.
როგორც მან აღნიშნა, ომის დაწყებიდან გასული ერთი წლის განმავლობაში, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, რაც 2021 წლის უკრაინის თავდაცვით ბიუჯეტს ექვსჯერ აღემატება.