მედიის ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 23 თებერვალს კიევს ეწვევა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი 23 თებერვალს კიევში ვიზიტით ჩავა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანაში სანჩესის მეორე ვიზიტი იქნება. პირველად ის უკრაინას გასული წლის აპრილში ეწვია.

ესპანეთის მთავრობის მეთაურმა კიევში ჩასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის 6 ტანკს გადასცემს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი 55 უკრაინელ ჯარისკაცს „ლეოპარდის“ ტანკებზე გაწვრთნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები