“დღეს მთელი ჩვენი ხალხი სამშობლოს დამცველია” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “ლუჟნიკის” სტადიონზე “სამშობლოს დამცველის დღესთან” დაკავშირებულ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოვიდა. მან შეკრებილებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნის ყველა მცხოვრები სამშობლოს დამცველია.
„ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ფაქტობრივად, სადღესასწაულო ღონისძიებისთვის, მაგრამ ახლა ვუსმენდი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას და ვიცი, რომ ახლა არის ბრძოლა ჩვენს ისტორიულ საზღვრებზე, ჩვენი ხალხისთვის“, – თქვა მან.
პუტინის თქმით, სიტყვებს „სამშობლოს დამცველი“ ძლიერი მისტიკური და წმინდა მნიშვნელობა აქვს.
“ლუჟნიკის” კონცერტზე უკრაინიდან ჭრილობებითა და დაზიანებებით დაბრუნებული სამხედროებიც იმყოფებიან.
„დღეს მათ მხარს უჭერს მთელი ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამას აკეთებს, გარკვეულწილად, არის სამშობლოს დამცველიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსი ბავშვები, რომლებიც წერილებს წერენ სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად, ასევე არიან სამშობლოს დამცველები.
“დღეს ჩვენი ინტერესების დაცვისას, ჩვენი ხალხის დაცვისას, ჩვენი კულტურის, ენის, ტერიტორიის დაცვით, მთელი ჩვენი ხალხი სამშობლოს დამცველია. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!”, – თქვა კრემლი ლიდერმა.