ავღანეთის ჩრდილოეთით, სარი-პულის პროვინციაში მოძრაობა “თალიბანის” წარმომადგენლებმა 23 ადამიანი, მათ შორის, 9 ქალი სხვადასხვა “ცოდვისთვის” გაამათრახეს.
ამის შესახებ გაზეთი Hasht-e Subh-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები სტადიონის ტერიტორიაზე მრუშობისთვის, ქორწინებამდე სექსუალური კავშირისთვის, ღალატისთვის, სახლიდან გაქცევისა და აზარტული თამაშებისთვის გაამათრახეს.
აღნიშნულია, რომ 2 თებერვალს “თალიბების” მხარდამჭერებმა ჰელმანდის სამხრეთ პროვინციის 16 მცხოვრები ქურდობისთვის, ღალატისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაამათრახეს.
თითოეულმა ბრალდებულმა 30-დან 39-მდე დარტყმა მიიღო.