ირაკლი ბერაია ბრიუსელში ბელგიელ კოლეგებს შეხვდა
თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ბრიუსელში ბელგიელ კოლეგებს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიუსროგეს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბელგიის დელეგაციის ხელმძღვანელ თეო ფრანკენს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ომის გავლენაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ირაკლი ბერაიას განცხადებით, ხაზი გაესვა ბელგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.