ზელენსკი: ყველანი ერთიანი და მამაცი ვართ – უკრაინა, ამერიკა და მთელი ჩვენი გამარჯვების კოალიცია

ჩვენ ყველანი ერთიანი და მამაცი ვართ: უკრაინა, ამერიკა და მთელი ჩვენი გამარჯვების კოალიცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიევი მტკიცედ დგას. კიევი ამაყად დგას. ის თავდაჯერებულად დგას და რაც მთავარია თავისუფალია“, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს ვარშავაში უკრაინაში ისტორიული ვიზიტის შემდეგ განაცხადა. ჩვენ ყველანი ერთიანი და მამაცი ვართ: უკრაინა, ამერიკა და მთელი ჩვენი გამარჯვების კოალიცია. მადლობას გიხდით, ჯო ბაიდენ თქვენ და მთელ ამერიკას, მათ ხელმძღვანელობას მსოფლიოს თავისუფლების მხარდასაჭერად და უკრაინის სასიცოცხლო დახმარებისთვის. ჩვენ ერთად მივდივართ საერთო გამარჯვებისკენ და ეს უკვე წელს უნდა უზრუნველვყოთ!“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები