ჯო ბაიდენი: აშშ და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთზე კონტროლის დამყარებას ან მის განადგურებას

President Joe Biden holds a speech at the Royal Castle after meeting with Polish President Andrzej Duda in Warsaw, Ukraine, Tuesday, Feb. 21, 2023. (AP Photo/Michal Dyjuk)

აშშ და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთზე კონტროლის დამყარებას ან მის განადგურებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს დღეს ვლადიმერ პუტინმა თქვა.

„მინდა მივმართო რუს ხალხს. აშშ და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთზე კონტროლის დამყარებას ან მის განადგურებას. დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს დღეს პუტინმა განაცხადა. რუსეთის მილიონობით მოქალაქე, ვისაც მეზობლების გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება სურთ, არ არიან მტრები. ეს ომი არასოდეს წარმოადგენდა აუცილებლობას. ეს არის ტრაგედია. ამ ომის სასარგებლოდ არჩევანი ვლადიმირ პუტინმა გააკეთა“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეერთებული შტატების ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანამ პუტინი ომს აგრძელებს, უკრაინამ თავი უნდა დაიცვას.

მისივე თქმით, პუტინს აქვს არჩევანი, რომ ომი მაშინ დაასრულოს, როცა გადაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები