აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მომავალ წელს ნატოს სამიტს უმასპინძლებს.
„მომავალ წელს შეერთებულ შტატებში 2024 წლის სამიტისთვის ნატოს ყველა წევრს ვუმასპინძლებ. ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ალიანსის – ნატოს – 75 წლის იუბილეს“, – აღნიშნა ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
შეერთებული შტატების ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, აშშ-ის ნატოს და მე-5 მუხლისადმი მხარდაჭერა, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმაა.
„დაე ეჭვი არ იყოს: ჩვენი ალიანსისა და მე-5 მუხლის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება ქვასავით მყარია. ნატოს ყველა წევრმა იცის ეს და რუსეთმაც: ერთის წინააღმდეგ თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმაა. ეს არის წმინდა ფიცი“, – განაცხადა ბაიდენმა.
მანვე დასძინა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის თავს იცავს.