„ჩვენ არ დავიღლებით უკრაინის მხარდაჭერით“ – ჯო ბაიდენი

President Joe Biden holds a speech at the Royal Castle after meeting with Polish President Andrzej Duda in Warsaw, Ukraine, Tuesday, Feb. 21, 2023. (AP Photo/Michal Dyjuk)

ომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს უკრაინის მიმართ ნატოს მოკავშირეების რწმენასა და მხარდაჭერაში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეჭვი არ უნდა იყოს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა, ნატო არ გაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით. პრეზიდენტ პუტინის ლტოლვა მიწისა და ძალაუფლებისადმი წარუმატებელი იქნება და უკრაინელი ხალხის სიყვარული თავისი ქვეყნისადმი გაიმარჯვებს. შარშან რაც ვთქვი, იმას გავიმეორებ, რომ დიქტატორი, რომელიც იმპერიას აშენებს, ვერასდროს გამოუთხრის ძირს ადამიანების სიყვარულს თავისუფლების მიმართ. ბრუტალურობა ვერასდროს შეარყევს ადამიანების სიმტკიცეს, უკრაინა არასდროს იქნება რუსეთის გამარჯვების მიწა“, – განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები