იაპონია უკრაინას 5.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
იაპონია უკრაინას 5.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, იაპონიამ უკვე გამოუყო კიევს ფინანსური დახმარების სახით 600 მილიონი დოლარი, ასევე ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ 5,5 მილიარდი დოლარის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა გამოგვეყო“, – აღნიშნა კიშიდამ.