თურქეთ-სირიის საზღვართან 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთ-სირიის საზღვართან 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ორი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ლიბანსა და ისრაელში.

როგორც Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, მიწისძვრას ცენტრალურ ანტაკიაში, სადაც ორი კვირის წინ, ძლიერი სტიქიის შედეგად ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ნგრევა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები