თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 156 ადამიანს მიაღწია.
ამის შესახებ სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის (AFAD) ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაზარალებული ათი პროვინციიდან მხოლოდ ჰათაიში გრძელდება. აქ, გადარჩენილების ძებნა 15 შენობის ნანგრევებში მიმდინარეობს.
მან თქვა, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებში თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, სულ 19 436 ადამიანი იყო ჩართული, აქედან 35 250 თურქეთის პროვინციებში რჩება.
სეზერმა ასევე განაცხადა, რომ 20 870 დანგრეული შენობის ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის ზონებიდან მოქალაქეების ევაკუაციაც გრძელდება.
ამ დროისთვის გაყვანილი ხალხის რაოდენობა 392 000-ს აჭარბებს, ჯამში მიწისძვრის ზონა 485 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.