AP: კიევში ბაიდენის ვიზიტზე რუსეთს წინასწარ ეცნობა
კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტამდე, თეთრი სახლის ოფიციალური პირები რუსეთთან იმყოფებოდნენ კავშირზე, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ბირთვულ დაპირისპირებას გამოიწვევდა.
ამის შესახებ Associated press-ი წერს.
ინფორმაციის თანახმად, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე შედგა “ძირითადი კომუნიკაცია რუსებთან კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით”, რომ თავიდან “ყოფილიყო აცილებული ისეთი გათვლები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევდა”.
აღნიშნულია, რომ კიევში ბაიდენის ყოფნის პერიოდში ამერიკული სათვალთვალო თვითმფრინავები, მათ შორის, E-3 Sentry სადესანტო რადარი და RC-135W Rivet Joint ელექტრონული თვითმფრინავი კიევს პოლონეთის საჰაერო სივრციდან აკონტროლებდნენ.
ჯო ბაიდენი კიევში დღეს ჩაფრინდა და უკრაინის დედაქალაქში, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.