ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გადაიდო

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის ფონოსკოპიური, ოდოროლოგიური ნიმუშების აღება და ფსიქიატრიული ექსპერტიზის აღებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი შუამდგომლობისთვის პასუხის გასაცემად დრო ითხოვა.

მოსამართლე ეკატერინე ბებიას განცხადებით, ის დაცვის მხარეს არ შეზღუდავდა, რის გამოც, სხდომა გადადო.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები