რუსეთში, ყაზარმაში ხანძარს 6 სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში, კურსკის რაიონში ყაზარმაში გაჩენილ ხანძარს 6 სამხედრო ემსხვერპლა.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ მომხდარის მიზეზი გახდა მარტივად აალებად სითხეებში ცეცხლის გაჩენა.

გამოძიებას ძალოვანი უწყებები დასავლეთის სამხედრო ოლქის კომისიასთან ერთად აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები