ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა.

ამის შესახებ CNN იტყობინება.

თეთრი სახლის ლიდერი უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ის ქვეყნის პრეზიდენტს და პირველ ლედის შეხვდა.

გაჟღერდა ორი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი განცხადება, რომლის დროსაც ბადენმა თქვა, რომ კიევს დამატებით 500 მილიარდი დოლარის ოდენობის მნიშვნელოვან სამხედრო პაკეტს გადასცემს, ასევე, დააანონსა, რომ კვირის ბოლოსთვის რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ.

უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ვაშინგტონის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გამოჩნდება. მისი თქმით, კრემლს რევანშისტული ქმედებისთვის შანსიც კი არ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები