“რუსეთს რევანშისტული ქმედებისთვის შანსიც აღარ ექნება” – ზელენსკი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს ელოდება.
როგორც მან ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, „დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შორი მოქმედების იარაღისა და ისეთი იარაღის საკითხი, რომლის მიწოდებაც აქამდე არ მომხდარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან გამოაცხადა, რომ ელოდება ძლიერ თავდაცვით პაკეტს.
“სწორედ ახლა ასეთი წონიანი პაკეტი არის ცალსახა სიგნალი, რომ რუსეთის რევანშისტულ მცდელობებს შანსი აღარ ექნებათ. ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და ძლიერად გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ დასძინა, „დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ გვაქვს საერთო ხედვა ამ ომში მოვლენების შემდგომი განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ“.
კერძოდ, კოორდინებული იყო შემდგომი ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე.
“ჩვენ ერთად ვმუშაობთ სანქციების გამკაცრებაზე როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, G7-ის ფარგლებში. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.