კიევში ბაიდენის მოგზაურობა 24 საათის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული – მან ქვეყანა ენდრიუსის ბაზიდან დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში გვიან ღამით გაფრინდა და ეს მოგზაურობა 24 საათის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული.

ამის შესახებ CNN-ი წერს.

Air Force One ენდრიუსის გაერთიანებული ბაზიდან შეერთებული შტატის დროით 04:15 საათზე, 19 თებერვალს აფრინდა. ბორტზე მყოფ რეპორტიორებს მათი აღჭურვილობის ტარების უფლება არ ჰქონდათ.

ამასთან, ბაიდენის საჯარო განრიგი არ ასახავდა მოგზაურობას და თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში ვიზიტი არ იყო დაგეგმილი.

18 თებერვალს, საღამოს ბაიდენი მეუღლესთან ერთად, ვახშამზე ვაშინგტონში იმყოფებოდა. ამის მერე ის მედიის წინაშე აღარ გამოჩენილა.

ბაიდენი შედარებით მცირე გარემოცვასთან ერთად მოგზაურობს, მათ შორისაა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი – ჯეიკ სალივანი, შტაბის უფროსის მოადგილე – იან ო’მალი დილონი და პირადი თანაშემწე, ენი ტომასინი.

ბაიდენი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩაფრინდა, მას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯით ბრინკი დახვდა.

“სასიამოვნოა კიევში დაბრუნება”, – თქვა ბაიდენმა ბრინკთან მისალმებისას.

ამის შემდეგ, ადგილობრივი დროით 8:30 საათზე ბაიდენის კორტეჟი მარიინსკის სასახლეში მივიდა, სადაც აშშ-ის ლიდერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები