“პუტინი ფუნდამენტურად ცდებოდა” – კიევში მყოფმა ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს ეწვია, რათა მას ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტუროს. თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

„როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვიმყოფები, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდე და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „პუტინს, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ შემოიჭრა, ეგონა, უკრაინა სუსტი და დასავლეთი დაყოფილი იყო. მას ეგონა, რომ ჩვენზე გაიმარჯვებდა. მაგრამ ის ფუნდამენტურად ცდებოდა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ კვირის ბოლოს მისი მთავრობა “გამოაცხადებს დამატებით სანქციებს იმ ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული სამხედრო მანქანის მოქმედებაში არიან ჩართულნი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები