კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩასულმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას აღმოუჩენს.
ამის შესახებ CNN წერს.
ზელენსკისთან ერთობლივი სიტყვით გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ პაკეტში შედის ყველაზე მეტი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი ჰაუბიცები.
ზელენსკიმ თქვა, რომ კოლეგასთან „შორი დისტანციის იარაღსა და იმ იარაღზე ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის უკრაინისთვის მიწოდებული”.
თავის გამოსვლაში ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობის მდგრადობაზე, რადგან ომი უკვე მეორე წელია, გრძელდება.
“ერთი წლის თავზე კიევი დგას და უკრაინა დგას. დემოკრატია დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენი ზელენსკის და პირველ ლედის საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა.