“შვედეთი და ფინეთი ნატოს მალე შეუერთდებიან” – ბლინკენი

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით, პირველად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იმყოფება, რომელმაც თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.

დიპლომატებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის ძირითადი თემა იყო თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა. ჩავუშოღლუმ მედიას უთხრა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად ჰათაის პროვინციაში იმყოფებოდა.

პრესკონფერენციაზე ბლინკენი ნატოში შვედეთის და ფინეთის მიღების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ პროცესი მალე დასრულდება.​

„შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება არ არის ორმხრივი საკითხი. თქვენ იცით, ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ მათ სწრაფ გაწევრიანებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნატო მალე ოფიციალურად მიიღებს მათ თავის რიგებში. და ეს გააძლიერებს ნატოს ყველა წევრის უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-სა და თურქეთის“, – განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები