“მაკრონი რუსეთთან მოლაპარაკებებში დროს კარგავს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მისი ფრანგი კოლეგა, ემანუელ მაკრონი დროს კარგავს, როდესაც რუსეთთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ მან Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მაკრონის განცხადებაზე, რომ რუსეთი უნდა “დამარცხდეს, მაგრამ არა განადგურდეს” და, რომ უკრაინაში კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.
“ეს იქნება უსარგებლო დიალოგი. ფაქტობრივად, მაკრონი კარგავს დროს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ რუსეთის დამოკიდებულება”, – განაცხადა ზელენსკიმ.