რუსეთმა ბახმუტის აღების შესახებ, შესაძლოა 24 თებერვლამდე, რეალობის მიუხედავად, გამოაცხადოს.
ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსები ამბობენ.
აღნიშნულია, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე შეტევით ოპერაციას აგრძელებს – უჰლედარის, კრემენნაიასა და ბახმუტის რაიონებში.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ დანაკარგები კვლავ მაღალია, განსაკუთრებით ბახმუტსა და უჰლედარში, სადაც ადრე „ელიტარულმა“ 155-ე და მე-40 საზღვაო ბრიგადებმა, ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადეს.
შეჭრის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, მზარდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან, და სავარაუდოა, რომ რუსეთი განაცხადებს, რომ ბახმუტი აღებულია, რეალობის მიუხედავად.
ასევე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთის საგაზაფხულო შეტევას შედეგი არ მოჰყვება, რუსეთის ხელმძღვანელობის შიგნით დაძაბულობა, სავარაუდოდ გაიზრდება.