Facebook-სა და Instagram-ში ანგარიშის ნამდვილობის დადასტურება ფასიანი გახდება
Meta-ს ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ მომხმარებლის სახელით ყალბი ანგარიშების გახსნის პრევენციისთვის, ანგარიშების დადასტურება ფასიანი გახდება.
ამის შესახებ პორტალი Verge წერს.
„ამ კვირაში ჩვენ ჩავუშვებთ ხელმოწერის სერვისს Meta Verified-ს, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დაადასტუროთ თქვენი ანგარიში პირადობის მოწმობით, და მიიღოთ ლურჯი ნიშანი, რაც ასევე იქნება თქვენთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისგან დაცვა. ეს ახალი ფუნქცია შექმნილია ჩვენი სერვისების ავთენტურობის (ანგარიშების) და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – თქვა ცუკერბერგმა.
აღნიშნულია, რომ ვებ-ვერსიაზე სერვისი თვეში $11,99 ეღირება, ხოლო მობილურ მოწყობილობებზე თვეში $14,99.