თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 020-ზე მეტია. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ ჩერდება, “ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანის იმედი ჯერ კიდევ არსებობს“. მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებს დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი ეწვევა.